გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი…

„მარტოობის ასი წელიწადი“ (ესპ. Cien años de soledad) — კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წელს დაწერილი რომანი. ლათინოამერიკული მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. ლიტერატურული ტექსტი მკითხველს ცხოვრებისეული სიმართლით, მოვლენებისა და ხასიათების ეპიკურობით აოცებს. ეს არის რომანი, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას სინამდვილე და გამონაგონი, დრამა და ლირიკა, ტრაგედია და კომედია. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები.

რომან მარტოობის ასი წელიწადის ქართული თარგმანი ეკუთვნის ელზა ახვლედიანს.
თხრობის ფორმა [რედაქტირება]

თხრობის ფორმა, როგორც თავად მწერალი აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ”სწორხაზოვანი, თანმიმდევრული და რამდენადმე ზედაპირულია”. იგი სავსებით ჩვეულებრივად, ბუნებრივად გვიყვება თითქმის დაუჯერებელსა და ფანტასტიკურ ამბებს.
შინაარსი [რედაქტირება]

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში – მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.
დახასიათება [რედაქტირება]

როგორც ყველა ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოები, სადაც ფანტასტიკის ელემენტი სჭარბობს, ბევრი ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის აზრით, მარკესის ეს რომანიც ამოუცნობია.

ადამიანური იმედების მსხვრევის თემა რომანში არაერთგზის მეორდება და ამ მხრივ იგი ტრაგიკულია, მაგრამ უიმედობას როდი გვიტოვებს გულში! ერთობ მაღალოსტატურად არის დახატული ჭეშმარიტი ადამიანური გრძნობები და თვისებები: მშობელი მიწის ძახილი, სიყვარული, შრომისმოყვარეობა, სულიერი სიმტკიცე, მოვალეობის ერთგულება, სიმამაცე. მწერალი ხმას იმაღლებს იმ ბნელი სოციალური ძალების წინააღმდეგ, რომელმაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა მისი მაკონდო. მწერლის ჰუმანიზმი ბრძოლისაკენ მოუწოდებს; მან იცის, თუ ადამიანი (ან საზოგადოება) მხდალია, ივიწყებს წარსულს და ქედს უხრის ბოროტებას, მაშინ მას აღარაფერი ეშველება. სამუდამოდ განწირულს ან წითელი ჭიანჭველები შეჭამენ ცოცხლად ან სხვა რამ უწმინდური მოუღებს ბოლოს.

4 thoughts on “გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი…

  1. დევიდ ჰენრი თოროს ვოლდენი ანუ ცხოვრება ტყეში წაიკითხე რალაიზმი და ადმაინიდგერადირებული აზროვნებას იქ ამოიკითხავ.

  2. მართლა გყვარებია მარკესი. შენი ეს პოსტი ნამდვილად არის შექების ღირსი. გამიხარდა, რომ ასეთ წიგნზეც ერთი სიტყვით არ შემოიფარგლე. წერაც გცოდნია, პრინციპში. კარგი წერა თანაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s