ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა…

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo’s nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის მიხედვით „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.

მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.

თუმცა სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის, კერკ დუგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დუგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.
ჯილდოები [რედაქტირება]

ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო:
ოსკარი საუკეთესო სურათისთვის
ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის: მილოშ ფორმანი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის: ჯეკ ნიკოლსონი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ლუიზ ფლეთჩერი
ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი
ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის: მილოშ ფორმანი
ბაფთა საუკეთესო არაბრიტანული ფილმისთვის

ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა — Allmovie-ზე

3 thoughts on “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა…

  1. ვაიმეეეეეეეე :ხ რამაგარი პოტიააააააა :ხ ძაან თბილი და ისეთი,ბევრი რაღაც გავიგე. მადლობაა :*

    დაგვატრენინგეხოლმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :ხ :*

  2. და მილოშ ფორმანმა დუგლასისგან მიიღო ფილმის გადაღების უფლება, თუ ცალკე იყიდა? ან დუგლასმა რა ქნა, გადაიღო რამე? ნუ კითხვა გამიჩნდა და თუ მოგეპოვება პასუხი მადლიერი ვიქნები:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s